მაკგრეგორმა დუმილი დაარღვია:
Aa
Aa

მაკგრეგორმა დუმილი დაარღვია: "არასწორად მოვიქეცი"...

UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ერთ-ერთ პაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. რამდენიმე დღის წინ TMZ Sports-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ირლანდიელი ასაკოვან ადამიანს მუშტს ურტყამს.

ბრიტანული პრესის ცნობით კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ხანშიშესულმა მამაკაცმა კონორის ვისკის დალევაზე უარი განაცხადა და მას საზიზღრობა უწოდა.

მაკგრეგორმა ინციდენტის შესახებ ESPN-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.

„არასწორად მოვიქეცი. ის ადამიანი იმსახურებდა ბარში გატარებული დროით სიამოვნება მიეღო და ყველაფერი ასე არ უნდა დასრულებულიყო“.

„შეცდომის გამოსწორება ვცადე, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. არასწორად მოვიქეცი“.

„ვალდებული ვარ თქვენ წინაშე გამოვიდე და მომხდარზე პასუხისმგებლობა ავიღო. ეს იმ ადამიანებისთვის უნდა გავაკეთო, რომლებიც მხარს მიჭერენ. ეს დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ჩემი ოჯახისთვის და იმ ხალხისთვის უნდა გავაკეთო, რომლებიც შერეულ ორთაბრძოლებში მავარჯიშებენ“.

„ჩემს ხასიათში ასეთი ქცევები არ ზის. შერეულ ორთაბრძოლებში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მსგავს სიტუაციებში სხვები დავიცვა“.

„არასწორად მოვიქეცი და ჩემს პოზიციაზე მყოფი ადამიანისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი იყო“.

„ყველანაირი ვერდიქტისთვის მზად ვარ. დამალვას არ ვაპირებ და განაჩენს თავაწეული შევხვდები“.

ცხელი ამბები