Aa
Aa

დადასტურდა: "ჯვაროსნები" 5 სექტემბერს კორეასთან ამხანაგურად ითამაშებენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 საათიდან დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს და 8 სექტემბერს დინამო არენაზე დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები