ჰამილტონმა ჩინეთის გრან-პრი მოიგო
Aa
Aa

ჰამილტონმა ჩინეთის გრან-პრი მოიგო

ჰამილტონი პირველი პილოტია, ვინც ჩინეთის დიდი პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო, სულ კი ეს შანჰაიში მისი მეოთხე გამარჯვებაა. მართალია, ბრიტანელმა ვერც თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი ჩამოიტოვა შორს და ვერც სებასტიან ფეტელი, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე რბოლას აბსოლუტურად აკონტროლებდა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

რბოლის ფინიშთან, პელოტონს უსაფრთხოების მანქანა მიუძღვა, რომელმაც სწორედ სტარტ-ფინიშის სწორზე გასვლამდე დატოვა ტრეკი და მრბოლებს ფინიშის ხაზის სარბოლო რეჟიმში გადაკვეთის საშუალება მისცა. უსაფრთხოების მანქანა კი ტრასაზე იმისთვის გამოვიდა, რომ რბოლის დასრულებამდე სამი წრით ადრე, სტარტ-ფინიშის სწორეზე მაქს ფერსტაპენისტორო როსოს“ „რენოსძრავი გაუფუჭდა და პელოტონი დასაშოშმინებელი იყო.

ფერსტაპენის ინციდენტამდე, მაყურებელს საინტერესო ბრძოლა შესთავაზეს ჯენსონ ბატონმა და პასტორ მალდონადომ, რომლებმაც ორი წრის განმავლობაში ბორბალი-ბორბალში იბრძოლეს. თუმცა სამწუხაროდ, ეს პაექრობა შეჯახებით დასრულდა. წინ მიმავალ ვენესუელელს ბრიტანელი შეეჯახა. ბატონმა მაშინვე გააგრძელა რბოლა, მალდონადო კი დატრიალდა. მართალია, ტრასას ისიც დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ბოქსში შევიდა და იქვე დარჩა. მათი ჯახით ფერნანდო ალონსომ ისარგებლა, ორივე უკან ჩამოიტოვა და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. ფერსტაპენის გაჩერების შემდეგ კი ერთი საფეხურით წინ წაიწია.

საინტერესო ბრძოლა სხვაც ბევრი იყო, თუმცა არა მოწინავეთა შორის. ლიდრებს შორის არც პოზიციური ბრძოლა გამართულა - ჰამილტონმა ლიდერობა სტარტზევე იოლად შეინარჩუნა. სტარტზე თავი გამოიჩინა ჯერ ვალტერი ბოტასმა, ვინც ფელიპე მასას გაასწრო და ფეტელსაც შეუტია, მაგრამ გერმანელმა თავისი მეორე პოზიცია დაიცვა. შემდეგ კიუილიამსისორივე პილოტს კიმი რაიკონენმა უგანა. აქედან მოყოლებული, ლიდერთა განლაგება მხოლოდ ორჯერ შეიცვალა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰამილტონი ბოქსში შედიოდა.

 

საშინელი სტარტი აიღო დანიელ რიკარდომ, ვისაც სტარტზევე ლამის მთელმა პელოტონმა გაუარა. მაგრამ ავსტრალიელმა სავოლოოდ მაინც შეძლო მე-9 ადგილის დაკავება და მასთან ერთად, ორი ქულის აღებაც. ისრენოსძრავით მოასპარეზე ერთადერთი პილოტია, ვინც ფინიშს მიაღწია. მის თანაგუნდელ დანილ კვიატს და ფერსტაპენს ძრავები დაეწვათ, უმცროს კარლოს საინსს კი ტრანსმისია დაუზიანდა.

ცხელი ამბები