განის ნაკრების ყოფილი ფორვარდი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

განის ნაკრების ყოფილი ფორვარდი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკავშირებოდა. 

ინსულტის გამო აგოგომ მეტყველების უნარი დაკარგა, რაზეც ორი წლის წინ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩემს ძაღლს ვეთამაშებოდი და მასთან ერთად დავრბოდი, შემდეგ კი სახლში დაბრუნებისას ინსულტი მივიღე და გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი, თუმცა ლაპარაკი არ შემეძლო.

ყველაფერს ჩვეულებრივად აღვიქვამდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ამაზე ძალიან გავბრაზდი. მთავარია, ცოცხალი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ". - ამბობდა 2017 წელს აგოგო.

ჟუნიორ აგოგო განის ნაკრების ღირსებას 2006-2009 წლებში იცავდა და 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა. კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი ინგლისურ კლუბებში - "ბრისტოლ როვერსსა" და "ნოტინგემ ფორესტში" გაატარა, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს შოტლანდიური "ჰიბერნიანის" რიგებში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები