ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე MMA-ში წავიდა
Aa
Aa

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე MMA-ში წავიდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკლავმა, ჯეიმს ჰასკელმა თავისი გულშემატკივრები შოკში ჩააგდო და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ Bellator-თან გააფორმა კონტრაქტი.

34 წლის სპორტსმენის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ოქტაგონსა და შერეულ ორთაბრძოლებს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით Bellator-ის მძიმე წონით დივიზიონში ჰასკელის დებიუტი 2020 წელს შედგება.

ჯეიმსმა, რომელსაც ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურით 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული, კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა. „ვასპისა“ და „ნორთჰემპტონის“ ექს-მოთამაშე რაგბში 17 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. 

ჰასკელი შერეული ორთაბრძოლებით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და ერთ-ერთ ტელევიზიაში MMA-ის ბრძოლების კომენტატორიც გახლდათ.

ცხელი ამბები