Aa
Aa

"დორტმუნდმა" მხითარიანს წარმოუდგენელი ფასი დაადო!

როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჰენრიხ მხითარიანის შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის კი, ყველაზე მეტად ლონდონური კლუბები, "ჩელსი" და "არსენალი" აქტიურობენ.

როგორც გერმანული გამოცემა "Kicker"-ი იუწყება, "დორტმუნდს" მხითარიანის შენარჩუნება სურს, თუმცა 60 მილიონიანი შემოთავაზების შემთხვევაში, "ბორუსიას" ხელმძღვანელობა მზად არის სომეხ ფეხბურთელს შეელიოს. სწორედ აღნიშნულ თანხად შეეძლებათ დაინტერესებულ კლუბებს მხითარიანის შეძენა.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 11 გოლისა და 15 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები