Aa
Aa

"ატლეტიკო" კორეას შემცვლელად ოლმოს მოიაზრებს

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს.

როგორც ცნობილია არგენტინელი შემტევის გადაბირებით „მილანი“ ინტერესდება. „როსონერის“ კორეას შეძენა უკვე დიდი ხანია სურს, თუმცა მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან.

21 წლის ოლმო რამდენიმე თვის წინ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ წინააღმდეგაც ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.

დანი ოლმოს შეძენით მიუნხენის „ბაიერნიც“ ინტერესდებოდა, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მისულა.

ოლმომ ზაგრების „დინამოს“ პირველ გუნდში 107 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები