დადასტურდა - კვეკვესკირი ეროვნული ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს
Aa
Aa

დადასტურდა - კვეკვესკირი ეროვნული ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავშირებელი თეძო-სუკის დიდი კუნთის ტრავმა აქვს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ის 5 და 8 აგვისტოს გასამართ შეხვედრებში ვლადიმირ ვაისის გუნდს ვერ დაეხმარება.

5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ამ ეტაპზე ოფიციალურად მეტოქე უცნობია. 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' ოგე ჰარეიდეს დანიას უმასპინძლებს.

კვეკვესკირს ზუგდიდის ''ბაიაში,'' თბილისის ''დინამოში,'' ''ცხინვალში,'' გორის ''დილაში,'' ბაქოს ''ინტერსა'' და ''გაბალაში'' უთამაშია. 2017 წელს ომარ თეთრაძის მწვრთნელობისას ''ტობოლის'' ფეხბურთელი გახდა და მას შემდეგ ყაზახურ კლუბში ასპარეზობს.

2019 წლის ყაზახეთის ჩემპიონატში კვეკვესკირმა 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები