Aa
Aa

მესიმ ვარჯიში განაახლა და, შესაძლოა, "ბეტისთან" ითამაშოს

ლიონელ მესი მოედანს დაუბრუნდა და გუშინ „ბარსელონას“ ძირითად გუნდთან ერთად ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

„ბარსას“ კაპიტანმა წვრთნა ბურთთან ერთადაც გაიარა, შესაბამისად, არის შანსი, რომ უქმეებზე „ბეტისთან“ გასამართ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

დიდი ალბათობით, ერნესტო ვალვერდეს საშუალება ექნება, მესი განაცხადში შეიყვანოს, თანაც გამოცდილი სპეციალისტი ლუის სუარესსა და უსმან დემბელეს არყოფნის გამო, შეტევაში ვარიანტების სიმცირეს უჩივის და კარგი იქნება, თუკი ანტუან გრიზმანთან სწორედ მესის შეწყვილების არჩევანი ექნება. თუკი ასე მოხდა, მესი და გრიზმანი ერთად პირველად ითამაშებენ.

ტრავმების ეპიდემიის გამო, ვალვერდემ ლა მასიას ერთ-ერთ უდიდეს ტალანტ ანსუ ფატის მთავარ გუნდში უხმო. 16 წლის შემტევი "ბეტისთან" მატჩამდე "ბლაუგრანას" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს და, ვინ იცის, სადებიუტო მატჩის ჩატარების შანსიც მიეცეს.

არგენტინელი სუპერსტარი მოედანზე ბოლოს 6 ივლისს, კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები