სასიამოვნო სიახლე - საქართველოს ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ!
Aa
Aa

სასიამოვნო სიახლე - საქართველოს ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ!

მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სფფ-ს განცხადების თანახმად, ვიდეოთამაშის მწარმოებელ კომპანია konami-სთან შეთანხმება მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ PES 2020-ში ნებისმიერ მსურველს საქართველოს ნაკრებით თამაში შეეძლება.

Pro Evolution Soccer-ი მზარდი საფეხბურთო სიმულატორია, რომელიც 2001 წლიდან გამოდის. მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოყვარული და გულშემატკივარი ჰყავს. თამაში საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც, ამიტომ PES-ის ქართველ მოყვარულებს, შეგვიძლია, აღნიშნული სიახლე მივულოცოთ კიდეც.

PES 2020-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი მიმდინარე წლის 10 სექტემბერია, შესაბამისად, თამაშის ქართველი ფანები დარჩენილ მცირე დროს განსაკუთრებული ემოციებით აითვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები