რივალდო კოუტინიოს წასვლას მესის უკავშირებს
Aa
Aa

რივალდო კოუტინიოს წასვლას მესის უკავშირებს

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ ფილიპე კოუტინიოს „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ლეგენდარული ბრაზილიელი იმადგაცრუებულია იმით, რომ მისმა თანამემამულემ „კამპ ნოუზე“ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, თუმცა მშვენივრად ესმის რა რთულია „ბლაუგრანას“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ კოუტინიოს ბარსელონაში წარმატების მიღწევა შეეძლო, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება".

„ოდნავ იმედგაცრუებული ვარ კოუტინიო ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად რომ არ ასპარეზობდა. კამპ ნოუზე იგი ალბათ თავს კარგად აღარ გრძნობდა და სხვა გრანდში გადასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი საუკეთესო ფეხბურთი ეჩვენებინა“.

„ადვილი არაა ადგილი დაიმკვიდრო გუნდში, სადაც ყურადღების ცენტრში მუდამ ლეო მესია და პასუხისმგებლობას ყოველთვის ის იღებს. ასეთი რამ მსოფლიოში რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია. ალბათ კოუს ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად აუცილებელი მოთმინების უნარი არ აღმოაჩნდა".

„არგენტინელი ვარსკლავი ბარსას ლიდერია და უმაღლეს დონეზე კიდევ 3-4 წელი იასპარეზებს. აქედან გამომდინარე სხვა ფეხბურთელებისთვის რთულია ბარსელონაში გაიბრწყინონ და თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები