„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებაზე საკუთარი თავი შეიყვანა
Aa
Aa

„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებაზე საკუთარი თავი შეიყვანა

„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში
"დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდიური კლუბის თავკაცი მეორე ნახევარში იძულებული გახდა მოედანზე გასულიყო!

„კლაიდს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აწუხებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ლენონმა „სელტიკთან“ მატჩის წინ სათადარიგო სკამზე მყოფ ფეხბურთელთა სიაში საკუთარი გვარიც ჩაწერა.

50 წლის სპეციალისტი 11 წლიანი პაუზის შემდეგ, თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. მისმა გუნდმა კი „სელტიკი“ გლაზგოს თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „კლაიდის“ სათადარიგო სკამი მხოლოდ 4 ფეხბურთელისგან შედგებოდა და ერთი მათგანი მეკარე იყო, რომელიც გუნდში სინჯებზე იმყოფება.

ლენონმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, თუმცა სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. 2010-ში იგი „სტ.მირენს“ ხელმძღვანელობდა. დანი შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებსაც ედგა სათავეში, საიდანაც „კლაიდს“ მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები