Aa
Aa

"რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს

ამ ზაფხულს „რეალი“ კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენაზეა კონცენტრირებული. „სამეფო კლუბს“ პოლ პოგბას, კრისტიან ერიქსენსა და დონი ვან დე ბეეკს უკავშირებდნენ. თუმცა როგორც ჩანს „ბლანკოსს“ ზემოთ ხსენებულ ტრიოსთან ხელი მოეცარა და სათადარიგო ვარიანტების განხილვას შეუდგა.

Mundo Deportivo-ს მიხედვით „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებმა თვალი „ესპანიოლის“ ახალგაზრდა ნახევარმცველს, მარკ როკას დაადგეს.

22 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნი“ ინტერესდებოდა. „რეკორდმაისტერი“ ესპანელის შეძენასთან ახლოს იყო და „რეალში“ მიაჩნიათ, რომ მიუნხენური გრანდი როკას გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება. შესაბამისად მადრიდელებს სურთ ტრანსფერი სწრაფად გაჩარხონ და მიუნხენურ გრანდს მოქმედების საშუალება არ მისცენ.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ როკას თამაშით მოხიბლულები არიან. „ბლანკოსის“ მესვეურები თვლიან, რომ მას საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შეთავსებაც შეუძლია და მზად არიან მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები