კასილიასი სამედიცინო ტესტის გასავლელად ემზადება და ფეხბურთში დაბრუნებას იმედოვნებს
Aa
Aa

კასილიასი სამედიცინო ტესტის გასავლელად ემზადება და ფეხბურთში დაბრუნებას იმედოვნებს

იკერ კასილიასი ფეხბურთში დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებს და იმედი აქვს, რომ საყვარელ საქმეს რამდენიმე თვეში დაუბრუნდება. გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს თქმით, იკერი დეკემბერში სამედიცინო ტესტის რამდენიმე ეტაპს გაივლის და თუკი მათ დადებითი შედეგი აჩვენეს, 38 წლის მეკარე "პორტუს" ძირითად გუნდს შეუერთდება.

ვეტერანი გოლკიპერი ამჟამად "პორტუს" სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული, პარალელურად კი გულზე მკურნალობას აგრძელებს და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

"დრაკონების" მთავარი მწვრთნელი, სერჟიო კონსეისაო, კასილიასს ამხნევებს და აღნიშნავს, რომ იგი ჩემპიონია, ჩემპიონები კი არასდროს ნებდებიან. კონსეისაო ესპანელს კვლავაც აქტიურ ფეხბურთელს უწოდებს და მის მოედანზე დაბრუნებას იმედოვნებს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კასილიასი პორტუგალიის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონის საერთო განაცხადში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა მაისის დასაწყისში გულის შეტევა მიიღო და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. ფეხბურთელის პრობლემები ამით არ ამოწურულა, მალევე ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს, სარა კარბონეროს, სიმსივნე დაუდგინეს და ისიც მკურნალობის კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები