შეთავაზებები NBA-დან - რატომ დარჩა შენგელია
Aa
Aa

შეთავაზებები NBA-დან - რატომ დარჩა შენგელია "ბასკონიაში?

„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს შეეხო და აღნიშნა:„განახლებული ბასკონია კარგად გამოიყურება. ახლა მთავარია ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდეს. ვნახოთ ამხანაგურ შეხვედრებში რა მოხდება და როგორ ვიასპარეზებთ“.

„თოკომოტივმა“ ესპანურ მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ NBA-დან ჰქონდა შეთავაზებები: „NBA-ის გუნდები ამ ზაფხულსაც მიწვევდნენ, მაგრამ გარანტიას ვერ მაძლევდნენ, რომ სათამაშო დრო მექნებოდა. ამიტომ ევროპაში დარჩენა გადავწყვიტე. მე თამაში მინდა და მსურს გუნდში მნიშვნელოვანი როლი მქონდეს“.

შენგელიამ „ბასკონიას“ სახელით დევიდ ბლატს თანადგომა გამოუცხადა.

„გვინდა დევიდ ბლატს თანადგომა გამოვუცხადოთ. ბასკონიას იმედი აქვს, რომ იგი ავადმყოფობას მთელი ძალით შეებრძოლება. ვიცით, რომ ის ძლიერი პიროვნებაა და ეს აუცილებლად დაეხმარება“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები