მძიმე მარცხი ჩინელ ტალანტთან - გორგოძე US OPEN-ს გამოეთიშა
Aa
Aa

მძიმე მარცხი ჩინელ ტალანტთან - გორგოძე US OPEN-ს გამოეთიშა

ეკატერინე გორგოძემ ამერიკის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე რაუნდში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ჩინელ ტალანტ ვან სიუსთან 1:6; 3:6 დამარცხდა.

ვან სიუ 18 წლისაა და საჩოგბურთო სამყაროსთვის თავის გაცნობა უკვე მოასწრო, რაც გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის იუნიორთა ტურნირის მოგებით მოახერხა. 

ჩინელმა გორგოძესთან მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხდა. მართალია, ეკოს 7 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისთვის სიუს ჩაწოდების მოგება დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.

გორგოძემ ამერიკის ღია პირველობაზე გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრეში წააგო. იგი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 212-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები