Aa
Aa

დემბელეს აგენტი: "ჩემი კლიენტი სენეგალში არ წასულა"

გუშინ უსმან დემბელე მორიგ სკანდალში გაეხვა. ფრანგმა ფეხბურთელმა „ბილბაოსთან“ მატჩში დისკომფორტი იგრძნო და შაბათ დილით სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ კატალონიური კლუბის ბაზაზე ორშაბათს გამოცხადდა.

ესპანურ პრესაში დემბელეს გამოხტომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უქმეებზე იგი სენეგალში გაემგზავრა და მეგობრებს შეხვდა, მაგრამ 22 წლის შემტევის აგენტი, მუსა სისოკო ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს.

სისოკომ მომხდარის შესახებ L'Equip-თან ისაუბრა და განაცხადა: „გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დემბელე სენეგალში არ წასულა. 100 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ იგი რენში, დედამისის სახლში იმყოფებოდა“.

„ბლაუგრანას“ ვარსკლავის აგენტი მისი კლიენტის კატალონიურ მომავალსაც შეეხო და აღნიშნა: „დემბელეს გეგმებში ბარსელონას დატოვება ნამდვილად არ შედის. უსმანი კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს და სურს ბარსას ღირსება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას“.

„რამდენიმე ევროპული გრანდიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, დემბელეს მიაჩნია რომ საუკეთესო კლუბში თამაშობს და წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს“.

როგორც მოგეხსენებათ ფრანგმა ახალგაზრდამ „ბილბაოსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და „ბარსელონას“ 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები