ბელგიაში მუაი ტაის მებრძოლის გაქურდვა სცადეს
Aa
Aa

ბელგიაში მუაი ტაის მებრძოლის გაქურდვა სცადეს

ბელგიაში ერთი ჯიბის ქურდისთვის დღე ძალიან ცუდად დასრულდა. მას „მსხვერპლი“ უკეთ უნდა შეერჩია და მუაი ტაის მებრძოლზე არ უნდა შეეჩერებინა არჩევანი...

იუსუფ ბუგანემი საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია. ბელგიელი მებრძოლი „კარტოფილი ფრის“ მიირთმევდა, როცა გაანალიზა, რომ მისი მობილური ტელეფონის მოპარვას ცდილობდნენ.

იუსუფმა დამნაშავე შეაჩერა და თავდაპირველად „ორჯერ სილა გააწნა“, თუმცა ქურდი ვერ მიხვდა ვისთან ჰქონდა საქმე და არ დანებდა. საბოლოოდ ბუგანემი იძულებული გახდა რადიკალური ქმედებებისთვის მიემართა და ისე დაარტყა, რომ დამნაშავემ თავის ქალის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით ადგილობრივ გამოცემებთან საუბრისას იუსუფმა განაცხადა, რომ ერთ მომენტში ქურდმა ჯიბისკენ წაიღო ხელი და იფიქრა, რომ დანის ამოღებას აპირებდა. ბუგანემმა მას ძლიერად სწორედ ამიტომ დაარტყა.

ბელგიელს კარიერის განმავლობაში 240 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გამარჯვება 205-ჯერ მოიპოვა.

ცხელი ამბები