როლანდო რონალდუს სტილში - „რეჯინამ“ ახალწვეული წარადგინა
Aa
Aa

როლანდო რონალდუს სტილში - „რეჯინამ“ ახალწვეული წარადგინა

სერია C-ში მოასპარეზე „რეჯინამ“ გულშემატკივრებს ტრანსფერის შესახებ უცნაური ფორმით ამცნო. იტალიურმა გუნდმა „სამპდორიას“ ფეხბურთელი, გაბრიელ როლანდო შეიძინა და იგი კრიშტიანუ რონალდუს სტილში წარადგინა.

როლანდო იმ პოზაში დგას, რომელსაც პორტუგალიელი სუპერვარსკლავი ხშირად იყენებს. „რეჯინამ“ კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მოკრძალებულად განაცხადა: „როლანდო რეჯინას ფეხბურთელია“.

როგორც აღვნიშნეთ „რეჯინა“ იტალიის სერია C-ში გამოდის და პირველ შეხვედრას 25 აგვისტოს გამართავს.

„რეჯინა“ სტუმრად „ვირტუს ფრანკავილას“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები