Aa
Aa

დემბელე 5 კვირა ვერ ითამაშებს

„ბარსელონაში“ ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლიონელ მესისა და ლუის სუარესის შემდეგ იძულებითი დასვენება უსმან დემბელესაც მოუწევს.

22 წლის შემტევმა ლა ლიგის პირველ ტურში „ბილბაოსთან“ სრულად ითამაშა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას კუნთი დაიზიანა, ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ მოედანზე დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

დემბელემ გასული სეზონის გარკვეული ნაწილი ასევე ტრავმების გამო გამოტოვა. ზოგადად, მას ხასიათს ბევრი უწუნებს და აღნიშნავენ, რომ გარკვეულ საკითხებში ფრანგი არაპროფესიონალურად იქცევა, რის გამოც მისი კარიერა მნიშვნელოვნად ფერხდება.

ახალგაზრდა შემტევი „ბარსელონამ“ 2 წლის წინ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ფეხბურთელმა ლა ლიგის გასულ სეზონში 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები