მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "კრიტიკა არ მაწუხებს"

მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი, მარსელო, ესპანურ პრესას გაესაუბრა და მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკის ტალღაზე კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელის განცხადებით, იგი კრიტიკის ფონზე ცხოვრებას მიეჩვია და ის დიდად არ აწუხებს.

"რაც გასულ სეზონში ჩემ მიმართ იწერებოდა, ჩვეულებრივია, რადგან "რეალში" ყოფნისას ამას მივეჩვიე. კრიტიკასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე. ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად ვიცი როდის ვარ კარგ ფორმაში და როდის - არა. ამიტომ, კრიტიკა არ მაწუხებს. როცა საქმე კარგად არ მიდის, უფრო მეტი მუშაობა და განვითარება მმართებს". - აცხადებს მარსელო.

ლა ლიგის პირველ ტურში მარსელომ "სელტას" წინააღმდეგ სრულად ითამაშა, თუმცა ჩვეულად აქტიური ვერ იყო, რამაც პრესისგან შესაბამისი გამოხმაურება გამოიწვია.

ბრაზილიელი ვარსკვლავი "სამეფო კლუბში" 2007 წლიდან თამაშობს, გასული სეზონი კი მის მადრიდულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გახლდათ. მარსელომ სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, თუმცა ზიდანის მთავარ მწვრთნელად დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები