2006 წელს „სანტოსის“ პრეზიდენტმა „რეალს“ ნეიმარის გაფორმების საშუალება არ მისცა
Aa
Aa

2006 წელს „სანტოსის“ პრეზიდენტმა „რეალს“ ნეიმარის გაფორმების საშუალება არ მისცა

„სანტოსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, მარსელო ტეიშეირამ ნეიმარის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელი ფეხბურთელი 14 წლის ასაკში „რეალში“ სინჯებზე იმყოფებოდა.

„ნეიმ“ „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებზე შთაბეჭდილება მოახდინა და „ბლანკოსი“ მის გადაბირებას  აქტიურად განიხილავდა, თუმცა „სანტოსის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მალკომ ტეიშეირამ ახალგაზრდა მოთამაშეს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა და მადრიდელები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.

„ნეიმარი რეალით მოხიბლული იყო, მაგრამ მაშინ მამამისის დაყოლიება მოვახერხეთ და ნეის ახალი შეთავაზება გავუკეთეთ, რომლის მიხედვითაც ხელფასის სახით ერთ მილიონ დოლარს მიიღებდა“.

„მან თანხმობა მალევე განაცხადა. დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი მეუბნებოდა, რომ გავგიჟდი, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ნეიმარი განსაკუთრებული ტალანტი იყო. მისი შენარჩუნება სანტოსისთვის აუცილებლობა გახლდათ და მასთან ერთად ბევრს მივაღწიეთ“.

„რთული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ იმ მომენტში ზუსტად ასე უნდა მოვქცეულიყავი“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები