მამაკაცი, რომელსაც კონორმა მუშტი დაარტყა, რამდენიმე დღე სახლს ვერ ტოვებდა
Aa
Aa

მამაკაცი, რომელსაც კონორმა მუშტი დაარტყა, რამდენიმე დღე სახლს ვერ ტოვებდა

ბრიტანული გამოცემა Mirror იუწყება, რომ მამაკაცი, რომელსაც კონორ მაკგრეგორმა მუშტი დაარტყა, გასიებული სახისა და მომხდარის გამო, სახლს რამდენიმე დღე ვერ ტოვებდა.

დუბლინელმა მამაკაცმა ინციდენტის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. მეგობრებთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ ბოდიში და კომპენსაცია არ სჭირდება და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა სურს.

 

Mirror-მა ინტერვიუ მაკგრეგორის „მსხვერპლის“ ერთ-ერთ მეგობარს ჩამოართვა, რომელმაც აღნიშნა: „ის თავისთვის იჯდა და ლუდს მიირთმევდა. ამ დროს მაკგრეგორი შემოვიდა და ყველას თავისი ვისკი შესთავაზა. რამდენიმე კონორის წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ამ მამაკაცმა უარი განაცხადა“.

„მაკგრეგორმა დაიჟინა, თუმცა კვლავ უარი მიიღო და გაბრაზდა. სწორედ ამ მომენტში კონორმა მას მუშტი ჩაარტყა. თავიდან ამ მამაკაცმა ვერაფერი იგრძნო, მაგრამ მეორე დღეს აუტანელმა ტკივილმა შეაწუხა. მისი სახე გასიებული იყო და მომხდარით იმდენად შეძრწუნებული გახლდათ, რომ რამდენიმე დღე სახლიდან არ გამოდიოდა“.

ცხელი ამბები