ახალი რეიტინგი, უარი ტურნირის პირველნომრობაზე და მზადება US OPEN-ისთვის
Aa
Aa

ახალი რეიტინგი, უარი ტურნირის პირველნომრობაზე და მზადება US OPEN-ისთვის

დღეს გამოქვეყნებულ ATP-ს განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-18 ადგილზეა. ქართველმა ჩოგბურთელმა წინა კვირასთან შედარებით 1 ადგილით უკან დაიხია.

ნიკას 1985 ქულა აქვს, რითაც საუკეთესო ოცეულს მიღმა მყოფ მოთამაშეებს 200-ზე მეტი ქულით უსწრებს. მე-19 ადგილზე ფელიქს ოჟე-ალიასიმია (1750), ხოლო მეოცეზე - გუიდო პელა (1735). 

ქართველს მიმდინარე კვირაში უინსტონ-სალემის ტურნირზე უნდა ეთამაშა, რომელზეც გასულ წელს პირველსავე წრეში წააგო, თუმცა ამერიკის ღია პირველობისთვის დასვენება გადაწყვიტა და განაცხადი მოხსნა.

არადა, ბასილაშვილი უინსტონ-სალემში საუკეთესო რეიტინგით ჩადიოდა და ტურნირის პირველი ნომერი იქნებოდა, ახლა კი ეს წოდება მსოფლიოს 30-ე ჩოგან ბენუა პერის ექნება. აღსანიშნავია, რომ გათამაშებაზე wild card-ით იასპარეზებს ენდი მარეი.

ბასილაშვილი ამჟამად ამერიკაში იმყოფება და US OPEN-ისთვის მზადებას ადგილზე გადის. წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირს, ტრადიციულად, ნიუ იორკი მასპინძლობს. გათამაშების ძირითადი ბადის შეხვედრები 26 აგვისტოდან ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები