ტურეს დარჩენა სურს
Aa
Aa

ტურეს დარჩენა სურს

ინგლისური "ლივერპულის" ვეტერანმა მცველმა კოლო ტურემ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მან კომენტარი "ევროპის ლიგის" ფინალში მარცხის შემდეგ გააკეთა.

"მე ამ გუნდში ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერი მაკმაყოფილებს - ფანტასტიური კლუბი და ფანტასტიური გულშემატკივრები"!

"აქ დარჩენა მსურს, თუმცა მწვრთნელს თავისი გეგმების აქვს. იგი უდიდესი პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია". 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ტურეს "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები