Aa
Aa

"ატლანტას" კალათბურთელები დააკავეს

“ატლანტა ჰოუქსის” შვეიცარიელმა კალათბურთელმა ტაბო სეფალოშამ ფეხი მოიტეხა. როგორც Washington Post-ი იუწყება, ტაბო თავის თანაგუნდელ პერო ანტიჩთან ერთად ნიუ იორკის ერთ-ერთი კლუბში იმყოფებოდა, სადაც ინცინდენტი მოხდა.

როგორც წყარო იუწყება, კლუბში “ინდიანას” კალათბურთელი კრის კოუპლენდი დაჭრეს. ვითარებაში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და ანტიჩი და სეფალოშა დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გირაოს წესით გაანთავისუფლეს.

დაკავების მომენტში შვეიცარიელმა კალათბურთელმა ფეხი მოიტეხა. აღნიშნული დაზიანების გამო ის “ატლანტას” მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.

სეფალოშა მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 5.3 ქულას, 4.3 მოხსნას და 1.4 პასს აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები