მადრიდის
Aa
Aa

მადრიდის "რეალი" მტკიცე უარით გაისტუმრეს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას, ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა თავდამსხმელის, პაოლო დიბალას საკუთარ გუნდში ხილვა სურს და როგორც ჩანს, არგენტინელი ფეხბურთელი, მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მათი მთავარი სამიზნე იქნება.

"Tuttosport"_ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო გუნდმა" ტურინულ კლუბს დიბალას სანაცვლოდ 70-დან 80 მილიონ ევრომდე შესთავაზა, თუმცა იტალიელებმა ფეხბურთლის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ამას გარდა, აღნიშნულ ტრანსფერს ისიც ართულებს, რომ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში სურს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს "პალერმოდან" შეუერთდა. ხოლო, "ბიანკონერის" ახალგაზრდა ტალანტის შეძენა 32 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები