რამოსი:
Aa
Aa
17 აგვისტო 2019  |  21:28

რამოსი: "გასული სეზონი უნდა დავივიწყოთ"

მადრიდის "რეალმა" კარგი სტარტი აიღო და ლა ლიგის პირველ ტურის შეხვედრაში სტუმრად "სელტა" 3-1 დაამარცხა. "სამეფო კლუბის" რიგებში ბენზემა, კროოსი და ლუკას ვასკესი გამოირჩნენ. ვიგოელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი ლოსადა გახდა.

მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებისთვის დრო გამონახა და ესპანურ გამოცემებს ინტერვიუ მისცა.

"ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. სტუმრად მოგება თავდაჯერებულობას შეგვმატებს, განსაკუთრებით იმ კრიტიკის შემდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ. ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ გრძელი გზა გველის".

"მიუხედავად ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციისა და კრიტიკისა, ჩვენ პირველი შეხვედრა მოვიგეთ. გასული სეზონი უნდა დავივიწყოთ და წლეულს აქცენტი ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრებაზე გავაკეთოთ".

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. უელსელმა სუპერვარსკლავმა "ზიზუს" ნდობა გაამართლა, მშვენივრად იასპარეზა და პირველი გოლი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები