ოფიციალურად: არაბიძე თურქულ კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად: არაბიძე თურქულ კლუბში ითამაშებს

თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გიორგი არაბიძე ითამაშებს. პორტუგალიურმა ''ნასიონალმა'' 21 წლის ქართველი შემტევი ''ადანასპორში'' ერთი წლით გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ თურქულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება ექნება.

''მოგესალმებით'' -  თურქულმა კლუბმა გულშემატკივარს ქართულად ამცნო ფეხბურთელის გუნდში ჩარიცხვა.

არაბიძე 2018 წლის ზაფხულში პორტუგალიურ ''ნასიონალში'' გადავიდა, თუმცა უმაღლესი ლიგის კლუბში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და კუნძულ მადეირას დატოვება გააწყვიტა.

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს ასევე უთამაშია დონეცკის ''შახტარსა'' და თბილისის ''ლოკომოტივში.''

კვიპროსული მედიის ცნობით თურქეთის ჩემპიონატში შესაძლოა ნიკა კაჭარავაც ვიხილოთ, თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ გუნდს ''ანორთოსისის'' ქართველი თავდამსხმელის დამატება სურს. მას ასევე იწვევენ რუსული და ჩინური კლუბები. საკითხი გადაწყვეტილი არაა, თუმცა დიდი ალბათობით კაჭარავა ქეცბაიას გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები