ლუკაკუმ შესაძლოა
Aa
Aa

ლუკაკუმ შესაძლოა "ლეჩესთან" მატჩი გამოტოვოს, მიზეზი ზედმეტი კილოგრამებია

იტალიური გამოცემა Correre dello Sport იტყობინება, რომ დიდი შანსია "ინტერის" სარეკორდო შენაძენმა, რომელუ ლუკაკუმ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელგიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინასასეზონო სამზადისის დიდი ნაწილი გამოტოვა, ფორმაში არ იმყოფება და ზედმეტი კილოგრამები აწუხებს.

იტალიური გამოცემის მიხედვით ლუკაკუ ამჟამად 104 კილოგრამს იწონის. "ნერაძურის" კი სურს, რომ სეზონის სტარტზე იგი 100 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდეს.

ბელგიელ თავდამსხმელს მილანელთა დამოკიდებულების შესახებ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება და მაქსიმუმს აკეთებს, რათა ზედმეტი წონა მოიშოროს. როგორც ირკვევა რომელუ თავისუფალ დღეებშიც ვარჯიშობს.

ლუკაკუს არყოფნაში დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში "ინტერის" ვუნდერკინდს, სებასტიან ესპოსიტოს ვიხილავთ, რომელიც თავდასხმაში ლაუტარო მარტინესს შეუწყვილდება. "ნერაძური" სერია A-ს პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები