''დილას'' მხარდაჭერა ''საბურთალოს'':''ზღვარგადასული კრიტიკა მიუღებელია''
Aa
Aa

''დილას'' მხარდაჭერა ''საბურთალოს'':''ზღვარგადასული კრიტიკა მიუღებელია''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთის ჩემპიონ ''არარატ-არმენიასთან'' დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონი ქომაგთა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, თუმცა ძნელია გულშემატკივარი ვუწოდოთ მათ, ვინც სტადიონზე მხოლოდ ევროტურნირების მატჩებზე დადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი გორის ''დილა'' განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ''ძვირფასო გულშემატკივრებო გვსურს გამოვეხმაუროთ ქართული კლუბების, კერძოდ ''საბურთალოს'' გამოსვლას ევროასპარეზზე. თბილისის ,,საბურთალოს" მიერ განცდილმა მარცხმა ,,არარატ არმენიასთან" არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გვესმის რომ მარცხი ყოველთვის ხდება უარყოფითი ემოციის და სამართლიანი კრიტიკის საფუძველი, თუმცა მაშინ როდესაც დებიუტანტი გუნდი ტირასპოლის ''შერიფის'' დონის გუნდს ამარცხებს, მაშინ როდესაც სომხეთში გასვლით მატჩის შემოტრიალებას და სასურველი ანგარიშით დასრულებისთვის პოულობს საკუთარ თავში ძალას, მისი ერთი ფეხის დაცდენა არ უნდა ხდებოდეს ზღვარგადასული და შეურაცხმყოფელი განცხადებების საფუძველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ სამართლიანი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა მაშინ როდესაც ამას შეურაცხყოფის სახე ეძლევა კოლეგიალობა გვიბიძგებს გუნდს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.''

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ''არარატ-არმენია'' შინ ''საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ''მიხეილ მესხზე'' 0:2 დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები