რატომ გაბრაზდა კონორი? რა უთხრა ასაკოვანმა მამაკაცმა მაკგრეგორს?
Aa
Aa

რატომ გაბრაზდა კონორი? რა უთხრა ასაკოვანმა მამაკაცმა მაკგრეგორს?

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ცოტა ხნის წინ მორიგ სკანდალში გაეხვა. ირლანდიელმა დუბლინში მდებარე ერთ-ერთ ბარში ასაკოვან ადამიანს მუშტი დაარტყა. MMA-ის სამყაროში მაკგრეგორის გამოხტომას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და კონორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს

 

დღეს Irish Mirror-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მიზეზებზე გააკეთა აქცენტი, რამაც ინციდენტი გამოიწვია. ერთ-ერთმა თვითმხილველმა ბრიტანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და მომხდარის შესახებ ისაუბრა: "პიროვნებამ, რომელსაც მაკგრეგორმა ვისკი შესთავაზა, კონორს უთხრა - არ მინდა ამ საზიზღრობის დალევა. არ მინდა შენი სასმელი".

"გვეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შემდეგ კონორმა მუშტი დაარტყა".

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის პოლიცია მომხდარს იძიებს და ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ცხელი ამბები