სკანდალი ნიგერიაში! მთავრობა ეროვნული გუნდის დაფინანსებაზე უარს ამბობს
Aa
Aa

სკანდალი ნიგერიაში! მთავრობა ეროვნული გუნდის დაფინანსებაზე უარს ამბობს

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე 2 კვირაა დარჩენილი. ტურნირის ერთ-ერთ მონაწილეს კი სერიოზული პრობლემები აქვს. საუბარი ნიგერიის ნაკრებზეა. ქვეყნის მთავრობა ეროვნული გუნდის დაფინანსებაზე უარს აცხადებს.

ნიგერიის ხელისუფლებას მგზავრობის, ჩინეთში ცხოვრებისა და ვარჯიშისთვის საჭირო თანხები უნდა დაეფარა, მაგრამ ნაკრებს უარი შეუთვალა.

ნიგერიის ეროვნული გუნდის კალათბურთელები მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ეკპე უდოს თქმით ნიგერიის ეს ნაკრები ალბათ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოა და ნამდვილი ტრაგედია იქნება თუ რიგ მიზეზთა გამო, თავის გამოჩენის საშუალებას ვერ მიიღებს.

ნიგერიას FIBA ფავორიტთა შორის მერვე ადგილზე ამწესებს, თუმცა არის შანსი აფრიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ ითამაშონ. ნიგერიის ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც არგენტინას, რუსეთსა და სამხრეთ კორეას უნდა გაეჯიბროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები