Aa
Aa

"ბარსელონამ" სუარესის ტრავმა დაადასტურა

კატალონიის "ბარსელონასთვის" 2019-20 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. "ბლაუგრანა" პირველ ტურში "ბილბაოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ბასკურ გუნდთან ჯახში ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო.

"კამპ ნოუს" ბინადრებმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა წვივის უკანა კუნთი დაიზიანა და ჯერჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება

"შაბათ დილით ჩატარებული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ სუარესმა წვივის უკანა კუნთი დაიზიანა. მკურნალობის პროცესი განსაზღვრავს თუ როდის დაბრუნდება" - განაცხადა "ბარსამ" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "ბილბაოსთან" მატჩი ლეო მესიმაც გამოტოვა, ხოლო "ბარსელონას" ახალწვეულებმა, ანტუან გრიზმანმა და ფრენკი დე იონგმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები