ხაბიბი კონორ მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა
Aa
Aa

ხაბიბი კონორ მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა

გუშინ UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა. ირლანდიელმა დუბლინში მდებარე ერთ-ერთ ბარში ასაკოვან ადამიანს მუშტი მას შემდეგ დაარტყა, რაც ამ უკანასკნელმა მაკგრეგორის ვისკიზე უარი განაცხადა.

კონორის გამოხტომას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამერიკულმა გამოცემა Tmz-მ მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება ხაბიბ ნურმაგომედოვს სთხოვა. დაღესტნელმა მებრძოლმა ირლანდიის მთავრობას მოუწოდა მაკგრეგორი დააპატიმროს და განაცხადა: „ასეთი რამ მიუღებელია. ასაკოვანმა ადამიანმა ათჯერაც რომ დაგარტყას, შენ არ უნდა უპასუხო. ჩვენ მოხუცებს პატივი უნდა ვცეთ“.

 "არ მესმის კონორი ასე რატომ მოიქცა და ვთვლი, რომ ის უნდა დააპატიმრონ. ირლანდიის მთავრობა რას აკეთებს? ასეთი ადამიანები ციხეში უნდა იყვნენ“.

"მაკგრეგორს ღირსება არ გააჩნია და პატივს არავის სცემს. ეს ყველაფერი, რაც მოხდა შერეული ორთაბრძოლებისთვის ძალიან ცუდია. კონორი რაღაც სასარგებლოს ნამდვილად აკეთებს, მაგრამ ახლა სრულ ჭკუაზე არაა. იგი გაგიჟდა! ჩემი აზრით მთავრობამ მას ეს გამოხტომა არ უნდა აპატიოს“.

"ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასაკოვან ადამიანს მუშტი დაარტყა. ეს არა მხოლოდ მოხუცი ადამიანების, არამედ თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფაა“.

"მსურს ირლანდიის მთავრობას მივმართო და ვუთხრა, რომ რაღაც მოიმოქმედონ! კონორის მსგავსი ადამიანების ადგილი ციხეშია“.

ცხელი ამბები