ადრიანმა შესაძლოა
Aa
Aa

ადრიანმა შესაძლოა "საუთჰემპტონთან" იუქმოს - ესპანელს ტრავმა ქომაგმა მიაყენა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ "საუთჰემპტონთან“ ადრიანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გერმანელი სპეციალისტის თქმით მაშინ, როცა მისი გუნდი სუპერ თასის მოგებას აღნიშნავდა, მოედანზე გულშემატკივარი შევარდა, რომელმაც ესპანელ გოლკიპერს ტრავმა მიაყენა.

მეორე ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კლოპმა განაცხადა: "კარგი იქნება, თუ ადრიანი ხვალისთვის 100 პროცენტით მზად იქნება. როცა ერთად ვიყავით და ვზეიმობდით, ქომაგი სტადიონზე შემოიჭრა. მას დაცვის სამსახურის წევრები მოსდევდნენ, როცა ფეხი აუსრიალდა და ადრიანს კოჭში ჩაარტყა“.

"გუშინ ადრიანს კოჭი გასიებული ჰქონდა. დღეს კი მითხრა, რომ შედარებით უკეთაა და ვნახოთ რა მოხდება“.

თუ ადრიანმა მოედანზე გასვლა ვერ შეძლო, ძირითად შემადგენლობაში ენდი ლონერგანს ვიხილავთ. ეს უკანასკნელი „წითლების“ რიგებში თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.

"ენდი ლონერგანი ჩვენთან უფრო დიდი ხანია ვარჯიშობს, ვიდრე ადრიანი“.

"რისი თქმა შემიძლია? ორი აზრი არაა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ძალიან გვიყვარს, მაგრამ ისინი ასე არ უნდა იქცეოდნენ. ეს ყველაფერი სასაცილო ნამდვილად არაა. არ ვიცი ამის წინააღმდეგ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. მომწონს სტადიონზე დამცავი ღობეები რომ არაა, მაგრამ ქომაგებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. თუ ერთმა მათგანმა თავი ვერ გააკონტროლა და მოედანზე შესვლა დააპირა, იგი სხვებმა უნდა შეაჩერონ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები