Aa
Aa

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფიცარნაგზე 12 რაიონის 100 მდე სპორტსმენი გამოვა.

მიმდინარე ტურნირით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები , რომელიც სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებეს.

გიორგი ასანიძე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

სასტარტო დღეს პირველი ფიცარნაგზე 55 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები წარსდგნენ.

სადაც ჩემპიონობა გიორგი დოკვაძემ მოიპოვა , რომელმაც საერთო ჯამში 232 კილოგრამი აწია და მეორე ადგილოსანს 46 კილოთი აჯობა.

61-ში კი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დაძაბულად წარიმართა.

ჩემპიონატზე  საქართველოს სამი რეკორდიც დამყარდა.

შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის სარეკორდო ზღვარს 2 კილოგრამით გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც მიშველიძეს ეკუთვნოდა.

შოთა მიშველაძე - საქართველოს ჩემპიონი

 

67 კილოში საქართველოს ჩემპიონი გოგა ჩხეიძე გახდა.

ახალგაზრდა ძალოსნმა ორჭიდის ჯამში 300 კილო აწია და მეორე ადგილოსანს 38 კილოთი აჯობა.

ჩემპიონ პრიზიორების ვინაობა 73 კგ. წონით კატეგორიაშიც გაირკვა, სადაც საქართველოს რეკორდებიც დამყარდა.

არჩილ მალაყმაძემ რეკორდის დამყარება იუნიორთა შორის ატაცსა და ორჭიდში შეძლო.

ძალოსანმა სარეკორდო ზღვარს ატაცში 5კილოგრამით, ხოლო ორჭიდში 8 კილოგრამით გადააჭარბა და 318 კილო დაძლია. 

სარეკორდო მაჩვენებელი დაააფიქსირაკახი ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანაძეს შვილმა კახი ასანიძემაც, ძალოსანმა აკვრაში სარეკორდო მაჩვენებელი 1 კილოგრამით გაზარდა.

81 კილოში კი ჩემპიონობა აჭარელმა სპორტსმენმა ლომია თებიძემ არავის არ დაუთმო.

ახალგაზრდა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 321 კილო აწია და ვერცხლის პრიზიორს 22 კილოთი აჯობა.

ხვალ ფიცარნაგზე ოლიმპიური ჩემპიონი და მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გამოჩნდება, რომელიც მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს.

ცხელი ამბები