Aa
Aa

ისევ ტრავმა... კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

NBA-ის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და „ლეიკერსს“ უკვე პრობლემები აქვს. ლოს-ანჯელესურმა კლუბმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ დემარკუს კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

29 წლის კალათბურთელმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. „ლეიკერსის“ ექიმები თავიდანვე შიშობდნენ, რომ დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო და სამწუხაროდ ტესტების შემდეგ დიაგნოზი დადასტურდა.

ლოს-ანჯელესურმა გუნდმა კაზინსი ივლისში გაიფორმა. „გოლდენ სტეიტში“ გატარებული სეზონის შემდეგ, „ბუგიმ“ გადაწყვიტა ბედი სხვაგან ეცადა და „ლეიკერსს“ მიაშურა.

29 წლის დემარკუსი გასულ სეზონში 16.3 ქულას და 8.2 მოხსნას აგროვებდა. კაზინსზე „ლიეკერსის“ გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებდნენ. იგი ნომინალური ცენტრი გახლდათ და ფრენკ ვოგელი მის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას გეგმავდა.

„ბუგის“ ტრავმის გამო, სასტარტო ხუთეულში სავარაუდოდ ჯაველ მაკგის ვიხილავთ. თუმცა გამორიცხული არაა სეზონის დაწყებამდე „ლეიკერსმა“ გაცვლა განახორციელოს და კვალიფიციური ცენტრი დაიმატოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები