ენტონი ჯოშუა:
Aa
Aa

ენტონი ჯოშუა: "ლენოქს ლუისი ჯამბაზია"

ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა ენტონი ჯოშუა გააკრიტიკა. ლუისმა რუისისა და "ეიჯეის" ჯახის შემდეგ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "არ შემიძლია ამ ბრძოლას ვუყურო და დაგეთანხმოთ, რომ ენტონი ჯოშუა 100 პროცენტით მზად იყო".

"ეიჯეიმ" ლუისს Sky Sports-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, AJ: The Untold Truth-ში უპასუხა და განაცხადა: "ლენოქსი ჯამბაზია. მე მას პატივს არ ვცემ. მე და ლენოქსი ერთნაირი ადამიანები არ ვართ. მე ახალგაზრდა თაობის წარმატებით სიამოვნებას ვიღებ, ლენოქსი კი ასეთი არ გახლავთ".

აღსანიშნავია, რომ ლუისმა ჯოშუას მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ თანამემამულის სიტყვებზე ედი ჰირნის გავლენა იგრძნობა.

როგორც მოგეხსენებათ "ეიჯეი" რუისთან მატჩრევანშის გამართვას გეგმავს. უცხოური პრესა იუწყებოდა, რომ ყველაფერი შეთანხმებუული გახლდათ და ბრძოლა 7 დეკემბერს, საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუისი აცხადებს, რომ მას კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

ცხელი ამბები