ერნესტო ვალვერდეს პირველი თავსატეხი
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდეს პირველი თავსატეხი

16 აგვისტოს "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონობის შესანარჩუნებლად დაიწყებს ბრძოლას. "ბლაუგრანა" პირველ შეხვედრაში სტუმრად "ბილბაოს" დაუპირისპირდება და ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

"ბარსას" ერთ-ერთ ლიდერს, ლეო მესის ტრავმა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა ერნესტო ვალვერდემ მისი ძირითად შემადგენლობაში გამწესება გარისკოს. არგენტინელის არყოფნაში ალბათ ანტუან გრიზმანს, ლუის სუარესსა და უსმან დემბელეს ვიხილავთ. ამ ტრიომ წინასასეზონო მატჩები მშვენივრად ჩაატარა და ვალვერდეს ნდობა დაიმსახურა.

"ბარსელონას" ნახევარდაცვის ხაზში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და "კამპ ნოუს" ბინადრების თავკაცს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. წინასასეზონო შეხვედრებში ფრენკი დე იონგმა თავი გამოიჩინა. თანაც ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია და საკმაოდ პერპექტიული ახალგაზრდაა. ასე რომ "ბილბაოსთან" მატჩში მას უდიდესი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

დე იონგის მხარდამხარ სერხიო ბუსკეტსი იასპარეზებს. საკითხავი ისაა ამ დუეტს ვინ დაუმშვენებს გვერდს. ვალვერდეს პირველი თავსატეხი სწორედ ნახევარდაცვის ხაზს უკავშირდება. ესპანელ სპეციალისტს რაკიტიჩის, ვიდალის, არტურ მელოს, სერხი რობერტოს, რაფინიას და ალენას გამწესება შეუძლია და ნამდვილად საინტერესოა რომელ მათგანს აირჩევს. თანაც პირველივე ტურში ლეო მესის გარეშე ასპარეზობა ადვილი არაა და ჰავბეკებს დიდი ჯაფა დაადგებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები