ოფიციალურად: ტერის მომავალი გარკვეულია!
Aa
Aa

ოფიციალურად: ტერის მომავალი გარკვეულია!

ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავის კაპიტან ჯონ ტერისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. 

ტერიმ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ ახალი კონტრაქტით, ყველამ იცის, რომ "ჩელსი" ის კლუბია, რომლიდან წასვლაზეც არასდროს მიფიქრია".

"მოუთმენლად ველოდები შემდეგ სეზონს, ახალ მწვრთნელსა და ახალ გამოწვევებს. იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად კლუბი კიდევ უფრო წარმატებული გახდება".

"არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩემი გუნდის ფანებს. თქვენ მსოფლიოში საუკეთესონი ხართ"! 

35 წლის ტერი "სტემფორდ ბრიჯზე" 1998 წლიდან გამოდის, კლუბის ღირსება 483 შეხვედრაში დაუცავს და მეტოქეთა კარში 40 გოლი გაუტანია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები