სტოიჩკოვი:
Aa
Aa

სტოიჩკოვი: "ბარსელონას ნეიმარი არ სჭირდება“

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ნეიმარის სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა. ბულგარელი ლეგენდა „ნეის“ შეძენის წინააღმდეგია და თვლის, რომ კლუბი წარმატებას მის გარეშეც მიაღწევს.

„ბარსელონას ნეიმარი არ სჭირდება. კლუბში მისი ადგილი არაა. ჩვენ გრიზმანი, სუარესი და მესი გვყავს. ნეიმარი კი გასახდელში ბომბი იქნება“.

„ბარსა ამ ტრანსფერზე არცერთ ევროს არ დახარჯავს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რამდენიც პარი სენ-ჟერმენს სურს“.

„ნეიმარის ტრანსფერში რაკიტიჩის ჩართვა უპატივცემულობაა. რაკიტიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ბარსელონას ყოველთვის მხარს უჭერდა“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შესახებ უცხოური პრესა ძალზედ დიდი ხანია წერს. ბრაზილიელის საკუთარ რიგებში ხილვა „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ სურთ და ორივე კლუბის ქომაგებს, ისევე როგორც საფეხბურთო სამყაროს დანარჩენ ნაწილს, იმედი აქვს, რომ „ნეის“ საპნის ოპერა მალე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები