Aa
Aa

"ლივერპულის" მეკარემ გადამწყვეტი პენალტისას წესები დაარღვია

გუშინ სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ინგლისური კლუბები, „ლივერპული“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1-1 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

საფეხბურთო ლატარიაში „მერსისაიდელებმა“ იმარჯვეს. „წითლების“ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი კი ადრიანი გახდა, რომელმაც აბრაჰამის პენალტი მოიგერია. მაგრამ საკითხავია უნდა ჩათვლილიყო, თუ არა ადრიანის სეივი...

დღეს ბრიტანულ პრესაში საინტერესო კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ აბრაჰამის თერთმეტმეტრიანისას „ლივერპულის“ გოლკიპერმა მოძრაობა ნაადრევად დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ ახალი რეგულაციების მიხედვით მეკარეს პენალტისას კარის ხაზზე ერთი ფეხი მაინც უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული, რაც ადრიანს ნამდვილად არ გაუკეთებია.

წესების მიხედვით აბრაჰამს თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ უნდა დაერტყა. „ჩელსის“ ქომაგები სოციალურ ქსელებში სწორედ ამაზე აპელირებენ და VAR-ს აკრიტიკებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები