წყალბურთელების მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

წყალბურთელების მორიგი გამარჯვება

თბილისის ოლიმპიური აუზზი 17 წლამდე წყალბურთელების ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ტურნირის მეხუთე სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 7:4 დაამარცხა.

საქართველოს რიგებში გოლები ლაშა ალავიძემ (2), ბესარიონ ახვლდეიანმა (2), ვალიკო დადვანმა , ლუკა გიორგაძემ და დავით ჩხეიძემ გაიტანეს.

მატჩს ეროვნული ნაკრების მტავარი მწვრთნელი ლეგენდარული რევაზ ჩომახიძე ესწრებოდა.

ხვალ ჩვენი ახალგაზრდა წყალბურთელები 9-10 ადგილებისთვის ხორვატ თანატოლებს დაუპირისპრიდებიან.

შეხვედრა დიღმის ოლიმპიურ აუზზე 20:30 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები