ვილაშ-ბოაში:
Aa
Aa

ვილაშ-ბოაში: "ნეიმარის წასვლა ლიგა ერთისთვის ცუდი იქნება"

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა ნეიმართან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით „ნეის“ შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ პსჟ-ში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

„პირადად მე ვთვლი, რომ ნეიმარს შეეძლო რონალდუ და მესი ჩაენაცვლებინა და ოქროს ბურთი დაესაკუთრებინა, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ბარსელონაში“.

ვილაშ-ბოაში ნეიმარის სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა: „ლიგა ერთისთვის ცუდი იქნება, თუ ნეი პსჟ-ს დატოვებს. ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელები ჩემპიონატის სახეები არიან. საფეხბურთო სამყაროს სწორედ მათი თამაშის ხილვა სურს და მატჩებს სწორედ ამიტომ ადევნებენ თვალს“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პარკ დე-პრენსზე“ 2017 წელს გადაბარგდა. ტრავმების გამო „ნეის“ გარკვეული პერიოდი გაუცდა და „პარი სენ-ჟერმენის“ მაისური მხოლოდ 58 შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები