Aa
Aa

"ბორჯღალოსნების" მზადება მსოფლიო თასისთვის

ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან მეორე, ანტალიის შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

 თურქეთში გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ფიზმომზადების გარდა, დიდი დრო  ვიდეო-ანალიზს და  ბურთით ვარჯიშს ეთმობოდა.

 შინ დაბრუნებული ბორჯღალოსნები დაისვენებენ და 19 აგვისტოს, დასკვნით შეკრებაზეშევარდენისსანაკრებო ბაზაზე შევლენ.

 მზადების პროცესში მილტონ ჰეიგის შეგირდები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რომელთაგან ორი თბილისში ჩატარდება.

27 აგვისტოსმიხეილ მესხზეპრო 14-ის სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზისაუზერნ კინგსიგვეწვევა და შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება, ხოლო 31 აგვისტოს შოტლანდიასდინამო არენაზე“, 20 საათზე დავუხვდებით.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდია პირველი გუნდია ტიერ1-ის ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

 მსოფლიო თასამდე შოტლანდიას კიდევ ერთხელ, ამჯერად სტუმრად 6 სექტემბერს შევხვდებით. დასკვნითი მოსამზადებელი თამაში ედინბურგში, 67-ათასიანმარიფილდზეჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

 მსოფლიო თასზე საქართველოჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ითამაშებს.

პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

ცხელი ამბები