Aa
Aa

"სიტი" დისკვალიფიკაციას გადაურჩა

„მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო დისკვალიფიკაციას გადაურჩა. FIFA-მ ბრიტანულ გრანდს მხოლოდ 315 000 ფუნტის გადახდა დააკისრა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიხედვით „ქალაქელებმა“ არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერი განახორციელეს და ამის გამო დაისაჯნენ.

„სიტის“ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ მათი დარღვევები ნაკლებად სერიოზული იყო, ვიდრე „ჩელსის“ და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ფულადი ჯარიმით ამიტომ შემოიფარგლა.

ამასთან ერთად ბრიტანული პრესა იუწყება, რომ „ქალაქელთა“ მიერ წესების დარღვევით გადაბირებული ფეხბურთელების რაოდენობა გაცილებით ნაკლები გახლდათ და „სიტის“ წესებიც შედარებით მსუბუქ ფორმებში აქვს დარღვეული.

აღსანიშნავია, რომ FIFA-ს გარდა „სიტის“ UEFA-ც ედავება. ეს უკანასკნელი მანჩესტერულ გრანდს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქალაქელებს“ „ნისლიან ალბიონზეც“ პრობლემები აქვთ. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს იძიებს, რომელიც ქალაქელებმა 2015 წელს გაჩარხეს. მაშინ, როცა „დორტმუნდის“ ლიდერი 14 წლის გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები