Aa
Aa

"მანჩესტერში" სჯერათ, რომ "რეალი" პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას ვერ მოახერხებს

პოლ პოგბამ „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე საუბრისას ორაზროვანი განცხადება გააკეთა. როგორც ჩანს ფრანგ სუპერვარსკლავს იმედი აქვს, რომ „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით „იუნაიტედის“ მესვეურები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ „სამეფო კლუბს“ არ აქვს იმ თანხის გადახდის საშუალება,  რომელსაც „წითელი ეშმაკები“ პოლ პოგბას სანაცვლოდ ითხოვენ. თანაც „ბლანკოსი“ ნეიმარის შეძენაზეა ორიენტირებული და თუ ბრაზილიელის გადაბირება მოახერხა, ფრანგი ფეხბურთელის შეძენაზე უარს იტყვის.

„მანჩესტერთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით Daily Mail იტყობინება, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრები გაოცებულები არიან იმით, რომ პოგბა კვლავ „ოცნებათა თეატრზე“ ასპარეზობს.

ბრიტანული ტაბლოიდი დასძენს, რომ „წითელი ეშმაკები“ მზად იყვნენ შესაფერისი შეთავაზებები განეხილათ, თუმცა ახლა, როცა პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ნაკლებად სავარაუდოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაასხვისონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები