რატომ თქვა დევიდ მოიესმა ჰარი მაგუაიერის გაფორმებაზე უარი
Aa
Aa

რატომ თქვა დევიდ მოიესმა ჰარი მაგუაიერის გაფორმებაზე უარი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ჰარი მაგუაიერთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით მან „წითელი ეშმაკების“ ახალწვეული მაშინ აღმოაჩინა, როცა ეს უკანასკნელი „შეფილდ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, თუმცა გაბარიტების გამო მის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

„მაგუაიერის გაფორმებას არ ვაპირებდით, მაგრამ აქტიურად ვაკვირდებოდით. დაბალ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელების შესახებ მუდამ ყველაფერი ვიცოდი და რამდენიმემ ევერტონში კარგი კარიერა ააწყო“.

„ჰარი მაგუაიერი ერთ-ერთი მათგანი იყო. მან „პრესტონ ნორს ენდის“ წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის მატჩი მეც ვიხილე და ჩავთვალე, რომ ჰარიმ მშვენივრად ითამაშა, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ფიზიკურად ძალიან დიდი გახლდათ. თანაც მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო და რომ შეგეხედათ გაიფიქრებდით - ღმერთო ჩემო ვინ იცის რომ გაიზრდება, როგორი გაბარიტები ექნება“.

„სიმართლე გითხრათ დღესდღეობით იგი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და საერთოდ არ შეცვლილა. როცა მანჩესტერში წავედი, ვიდიჩი, რიო, ჯონი ევანსი, მაიკლ კინი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი გვყავდა. ამიტომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაფორმება ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა“.

„ჰარი მაგუაიერს თავისი გზა უნდა გაევლო. ზოგჯერ ფეხბურთელს წარმატების მისაღწევად გზის გავლა სჭირდება. ჰარი მაშინ რომ გაგვეფორმებინა, ძალიან გაუჭირდებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები