მოსალოდნელი ტრანსფერი: შენგელია სამ ესპანურ კლუბს სურს
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერი: შენგელია სამ ესპანურ კლუბს სურს

ესპანური მედიის ცნობით თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელი ლევან შენგელია ლა ლიგა 2-ის სამ კლუბს სურს. ''კადისის'' გარდა ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ''ტენერიფე'' და ''ლუგო'' დაინტერესდნენ.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლევან შენგელიამ 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის 3 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

23 წლის ქართველ შემტევს თბილისის ''დინამოსთან'' კონტრაქტი აგვისტოს ბოლომდე აკავშირებს. შენგელია ''დინამოს'' ევროპა ლიგის შეხვედრებში დაეხმარა. ევროსეზონს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დიდი ალბათობით ''ფეიენორდთან'' საშინაო შეხვედრით დაასრულებს, რადგან როტერდამში სტამის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.

უდიდესი ალბათობით მიმდინარე თვეში შენგელია ''დინამოს'' დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, თუმცა შესაძლოა მისი შემდეგი გუნდი ესპანური არ აღმოჩნდეს, რადგან ესპანური მედიის ცნობით შენგელიას დამატებით ცნობილი ევროპული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ გუნდის ვინაობა არ სახელდება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები